BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს.
გადაწყვეტილება 10 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც მადურო საპრეზიდენტო ფიცს დებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინაუგურაციის ცერემონია საერთაშორისო საზოგადოებისა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებმა დაჩრდილა.
ჯილდოები ასევე დაწესებულია ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოს დაპატიმრებას ან მსჯავრდებას. ამასთან, 15 მილიონ დოლარამდე ჯილდოა დაწესებული თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოსთვის.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო, რასაც ვენესუელაში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. არჩევნების შედეგები არ აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.