აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მე ახლახანს ჩამოვედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად", - წერს ოსტინი Twitter-ზე.
ოსტინის თქმით, ის კიევში იმისთვის გაემგზავრა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი გზავნილი გადასცეს. ის აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ახლაც და მომავალშიც.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ახლა საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, რუსეთი ომს მოიგებს.