აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელის დახმარების $95-მილიარდიანი კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელის დახმარების $95-მილიარდიანი კანონპროექტი წარადგინეს

სენტში $95,34 მილიარდის ოდენობის კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას. სენატორებმა მხარი დაუჭირეს პროცედურულ შუამდგომლობას - 67 მომხრე, 32 წინააღმდეგი. მხარდამჭერებს შორის 17 რესპუბლიკელი იყო.

"ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ღაზასა და ტაივანში უდანაშაულო მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის" , - უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები ხელმძღვანელობენ, უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტი მიიღო მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებასა და საიმიგრაციო პოლიტიკას მოიცავდა და რომელზეც ორი პარტია თვეების განმავლობაში მუშაობდა.

უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტი მოიცავს $61 მილიარდს უკრაინისთვის, $14 მილიარდს ისრაელისთვის და $4,83 მილიარდს ინდო-წყნარ ოკეანეში პარტნიორების მხარდაჭერისთვის, მათ შორის ტაივანისთვის, და ჩინეთის აგრესიის შესაკავებისთვის.

მაშინაც კი, თუ აღნიშნულ კანონპროექტს სენატში მხარს დაუჭერენ, ის წინააღმდეგობას წააწყდება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას $110 მილიარდზე მეტი დახმარება გამოუყო, კონგრესს კიევისთვის რაიმე მსხვილი დახმარება არ მიუღია მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვარში ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა დაიკავეს.