აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტი 74 ხმით დაამტკიცეს, წინააღმდეგ 24 სენატორი წავიდა. ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გადაეგზავნა.
სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს. თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.