აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები იყო. რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით ქმედითი ნაბიჯების გადადგმით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით. ეს სატელეფონო საუბარი ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე ინტენსიური კომუნიკაციის ნაწილია, რომლის მიზანიც ომში მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.