აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საფრანგეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AFP საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება და უკრაინისა და ღაზის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბლინკენი და მაკრონი თებერვალში, პარიზში, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს განიხილავენ.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სტეფან სეჟურნესაც შეხვდება.