აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენი მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
შეერთებული შტატების საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ კონგრესში უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარება პრიორიტეტული საკითხია. მაიკ ჯონსონის თქმით, ვაშინგტონი დამატებით დახმარებას უკრაინას და ისრაელს უახლოეს მომავალში გამოუყოფს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.