აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბლინკენის ვიზიტი ხვალ დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციით, ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.

ჰამასის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეხუთე ვიზიტი იქნება.