აშშ-ის საელჩო და დიპლომატიური კორპუსი მოქალაქეების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ

აშშ-ის საელჩო და დიპლომატიური კორპუსი მოქალაქეების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საელჩო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმ პატიმრების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციამ იძალადა.

"აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას", - წერს საელჩო.