![აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b3286c4e-83fc-427e-bb32-5b475570fd73.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა X-ზე გაავრცელა და აღნიშნულ ინფორმაციას თავისი, ტულსი გაბარდისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი სურათი თან დაურთო.
"დირექტორი გაბარდი თბილისს ეწვია, როგორც პალატის წევრი და ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე. მადლობელი ვიყავი, როცა მას წარვუდგინე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - წერს უილსონი.