რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.
აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ "ექსტრემისტები მოსკოვში მსხვილ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ, კერძოდ კი კონცერტებზე". ამის გამო, საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს მასობრივ შეკრებებში მონაწილეობისგან, უახლოესი 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ.
მსგავსი შინაარსის განცხადება დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზეც გამოქვეყნდა. დიპლომატიური უწყება ამერიკულ მხარეს ეყრდნობა და ბრიტანელებს მოუწოდებს რუსეთში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, 8 მარტს გერმანიის საელჩო მოსკოვში და გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში არ იმუშავებენ.