აშშ-ის არჩევნები: რესპუბლიკელები სენატზე კონტროლს იღებენ

აშშ-ის არჩევნები: რესპუბლიკელები სენატზე კონტროლს იღებენ

საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, 5 ნოემბერს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის არჩევნებიც ჩატარდა.

აშშ-ის სენატში 100 ადგილია, არჩევნები კი 33-ს შეეხო. მიმდინარე მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატებს კონტროლი წაართვა და ზედა პალატაში გარანტირებულად 51 მანდატი მოიპოვა.

რაც შეეხება წარმომადგენლობით პალატას, სადაც 453 წევრია, აქ აშკარა გამარჯვებისთვის ჯერ არც ერთ პარტიას არ მიუღწევია. პალატის მოქმედ მოწვევაში მცირე სხვაობით კონტროლი რესპუბლიკურ პარტიას აქვს - 220-212-ზე.