მკაცრი ზომები მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან უკვე დადგა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ 95 მილიონი დოლარის პირდაპირ დახმარებას წყვეტს. მოსალოდნელია კიდევ მეტი. სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ კორუფციასა თუ ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების რამდენიმე პაკეტი მზად აქვს. იქნება თუ არა დასანქცირებულებს შორის ბიძინა ივანიშვილი, ამერიკის საგარეო უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა ამ მოთხოვნით სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰელსინკის კომისია მიმართავს.