რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ციხიდან პირველი წერილი გამოაქვეყნა.
ნავალნი თავისი ეტაპირების დეტალებზე ყვება.
"მომიყვანეს შაბათს (23 დეკემბერს) საღამოს. წამიყვანეს ისეთი სიფრთხილით და ისეთი უცნაური მარშრუტით (ვლადიმირი - მოსკოვი - ჩელიაბინსკი - ეკატერინბურგი - კიროვი - ვორკუტა - ხარპი), რომ არც ველოდი, რომ აქ ვინმე მიპოვიდა. ამიტომ გამიკვირდა, რადაც გუშინ კამერის კარები გამიღეს სიტყვებით: "თქვენთან ადვოკატია", - წერს ნავალნი.
ის ასევე ამბობს, რომ სასეირნოდ გვერდით საკანში გაჰყავთ, სადაც იატაკზე თოვლი დევს და მისი საკნის ფანჯრიდან მხოლოდ ახლოს მდებარე ღობე ჩანს.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს
№3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნია მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლას საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.