ერთი კაცის მიერ, პირადი ინტერესებითა და შიზოიდური შეთქმულების თეორიის რწმენით ნაკარნახევი, ხელოვნურად ინსპირირებულო პრობლემა, მისივე სახელისუფლებო დამქაშების მიერ ჩიხშია მოქცეული და ქვეყანას, ერს ეგზისტენციალური არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს. თვითონ ხელისუფლება ახდენს მდგომარეობის რადიკალიზებას, კიდევ უფრო “თამამი”, ანუ ძალადობრივი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა სრულად დაუქვემდებაროს მმართველობა მონურ ვერტიკალს. სამწუხაროდ, ამ შიზოიდურ, ერისა და ბერის, მამულისა და სარწმუნოების, მოღალატეობრივ იდეოლოგიას რამდენიმე ათეული, თუნდაც ასეული ადამიანია აყოლილი, რომლებიც ადვილად მოწყვლადი მოსახლეობის გარკვეულ მცირე ნაწილს, კიდევ უფრო აგრესიულად განაწყობენ და სიტუაცია გარდაუვალ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ.
ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქისა და სასულიერო პირის, ქრისტეს მღვდლის პირდაპირი მოვალეობაა, მოვუწოდო მორწმუნე საზოგადოებას, იფხიზლონ მტრის ამ მზაკვრული გეგმის ვერ განხორციელებისათვის და ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყანას აარიდოს საფრთხე, გაემიჯნოს ძალადობას, მონობას, შიზოიდურ თეორიებსა და იბრძოლოს ერისა და ბერის ფიზიკური და სულიერი თავისუფლებისათვის.
წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.