რა დგას რესპუბლიკურის დემონტაჟის უკან - ფორმულამ ექსპერტიზის დასკვნები შეისწავლა. ამ დრომდე, ქვეყნის უდიდესი კლინიკის თანამშრომლებს არ უნახავთ არცერთი ისეთი დასკვნა, რომელიც დანგრევის აუცილებლობაზე მიუთითებდა. ბოლო ექსპერტიზა არა შენობის მდგრადობაზე, არამედ რეაბილიტაციის ხარჯებზეა ჩატარებული. ნათქვამია, რომ კლინიკის რეაბილიტაცია არარენტაბელურია. 2018 წელს ჩატარებული შესწავლით კი დადგინდა, რომ რესპუბლიკურის შენობის კონსტრუქცია მყარია, სწორედ ამიტომ, 2021 წელს რესპუბლიკურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიხარჯა მილიონები, შენობის განახლებული ნაწილი კი პომპეზურად გახსნეს. დღეს სამთავრობო პროპაგანდა ზუსტად იმავე კადრებზე ჰყვება, რომ რესპუბლიკური სიცოცხლისთვის საშიშია.