არგენტინის სასამართლოს სარდაფში ნაცისტური დოკუმენტებით სავსე ყუთები იპოვეს

არგენტინის სასამართლოს სარდაფში ნაცისტური დოკუმენტებით სავსე ყუთები იპოვეს

არგენტინის უზენაესი სასამართლოს სარდაფში მუშებმა 1941 წელს ჩამოტანილი და დავიწყებული ნაცისტური დოკუმენტები აღმოაჩინეს. მასალა ხის ყუთებში ინახებოდა და არქივის მუზეუმში გადატანის მზადებისას შემთხვევით აღმოჩნდა.

დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს პროპაგანდისტულ ბუკლეტებსა და ფოტოსურათებს, ტოკიოში მდებარე გერმანიის საელჩოდან გაგზავნილ 83 დიპლომატიურ პაკეტში იდო და არგენტინაში 1941 წლის 20 ივნისს, იაპონური გემით ჩამოვიდა. არგენტინის საბაჟომ პაკეტების ნაწილი გახსნა და ნაცისტური მასალა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ტვირთი სასამართლოს გადაეცა.

როგორც ჩანს, სასამართლომ გადაწყვეტილება ვეღარ მიიღო და ყუთები ათწლეულების განმავლობაში უპატრონოდ ინახებოდა.

სასამართლომ დოკუმენტების არსებობის შესახებ ბუენოს-აირესის ჰოლოკოსტის მუზეუმს აცნობა, რომელიც ახლა მასალის აღწერასა და შესწავლაზე მუშაობს. ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ არქივი ახალ ჭრილში დაგვანახებს ნაცისტური ქსელებისა და მათი კავშირების კვლევას.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინა ნაცისტი ლიდერების თავშესაფრად გადაიქცა — მათ შორის იყვნენ აიხმანი და მენგელე. 2000 წელს კი ქვეყანამ ოფიციალურად მოიბოდიშა მათი შეფარებისთვის.