არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარა

არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ბუაძე ფეისბუქზე წერს, გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

"ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?", - წერს ბუაძე.

საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იბარებს.

მათ შორის, გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, პროკურატურა "თავის საქმეს" უნდა შეუდგეს და "პოლიტიკური ანგარიშსწორებას" უნდა მოეშვას.