სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა.
"შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოძიება დაზარალებულის მიმართვის შემდეგ დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე, მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერებია ამოღებული.
კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.