"არა რუსულ კანონს" - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

"არა რუსულ კანონს" - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

"არა რუსულ კანონს" - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

პარლამენტთან მათ სხვადასხვა ლოკაციიდან გადაინაცვლეს - აქციაზე მსვლელობით მივიდნენ სააკაძის მოედანსა და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეკრებილი ახალგაზრდები. პარლამენტთან იმყოფებიან მე-12 კლასელებიც.

ასევე, აქციის მონაწილეებმა დააანონსეს ხვალინდელი გეგმაც. ხვალ სტუდენტები 18:00 საათზე შეიკრიბებიან მეტრო რუსთაველთან.