შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძება დაიწყო.
უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
უცნობია, არის თუ არა რომელიმე დამნაშავე იდენტიფიცირებული ან გამოკითხული.
აფხაზავს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ. აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა. აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ.
აფხაზავამ თავადვე გაავრცელა თავდასხმის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც თავდამსხმელები ჩანან.