მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ და სასამართლოს სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.
სასამართლოსთან ბრალდებულებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ბრალდებულებს შორის არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი.
საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.