ანა სუბელიანი, რომელსაც წილოსანის შეურაცხყოფას ედავებიან, სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა

ანა სუბელიანი, რომელსაც წილოსანის შეურაცხყოფას ედავებიან, სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, სუბელიანს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საჩივარი სუბელიანის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა შეიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის საფუძველზე ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.

მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევისთვის სასჯელად შესაძლებელია 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.