აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერევანში 10-12 ივნისს ჩავა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში შეხვედრას უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრებენ და შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს.
"მე მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდები, რათა ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი განვიხილო", - წერს ო’ბრაიენი.