
ეს არ იყო პროცესი - ვიცოდით სადაც ვიყავით. ეს ტრაგიკული დღეა - ტრაგედიაა. საბოლოოდ, დღეის პროცესი იყო კიდევ იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. მას ადვოკატები, თუნდაც მზიასი, ვერ დაიცავენ. სამართლის დაცვა მხოლოდ მოსამართლეებს შეუძლიათ, მეტს არავის. დღევანდელი პროცესი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
ყველაზე მთავარი კითხვა მოსამართლესთან მქონდა - აქვს მას ის უნარები, რომ გაუძლოს ამხელა სახელისუფლებო ზეწოლას, რომლებიც, პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ფეხდაფეხ მოგვსდევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული - უნდა დაისაჯოს და იქაა [ამაღლობელი] სადაც უნდა იყოს. ამაზე პასუხის გამცემია მოსამართლე? თუ მას ეს არ შეუძლია, ის მოსამართლე არ არის.
დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა და ნახა, იხილეს, რა დღეშია ბრალდება, რა სამარცხვინოა. ბრალდებამ პროცესი დაასრულა - პრინიპში, თქვა, რომ არაფერი აქვს, რომ აბსურდებს ითხოვს. მაგრამ გვთავაზობს საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთო - ან მიიღებთ სასჯელს, ან აღიარეთ ეს ყველაფერი და დაიბრალეთ ის, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთო. ამაში ახალი არაფერია.
განაცხადა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლბელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ამაღლბელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.