აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტი დაითხოვა, შედეგად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ცნობილია, რომ არჩევნები ამ წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.
სავარაუდოა, რომ ალიევის პარტია, ახალი აზერბაიჯანი, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში 125 ადგილიდან, 69-ს ფლობდა, კვლავ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას.