ალიევი და ფაშინიანი თეთრ სახლში მივიდნენ

ალიევი და ფაშინიანი თეთრ სახლში მივიდნენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი თეთრ სახლში მივიდნენ.

სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე, ისინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისის დროით, დაახლოებით, დილის 3 საათზე გაიმართება.

როგორც დღეს Reuters-მა დაწერა, თეთრ სახლში შეხვედრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან.

გამოცემა TRIPP-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება.