აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხვალ, 29 აპრილს რუსული კანონის მე-2 საკომიტეტო მოსმენას გააპროტესტებენ, თუმცა ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციასთან არ გადაიკვეთებიან, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილონ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის რატი ამაღლობელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოცნება "მოულოდნელად" ჩანიშნავს მე-2 პლენარულ მოსმენას, მოქალაქეები მას ქუჩაში გააპროტესტებენ.
"თუ ხვალ, 29 აპრილს პარლამენტი მოულოდნელად, როგორც იცის ხოლმე, ჩანიშნავს რუსული კანონის მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკოსტიტუციური კანონის მიღებას.
ხელისუფლებამ იცოდეს, რომ მეორე პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რათა წინა აღვუდგეთ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტურას", - თქვა ამაღლობელმა.