აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს და ფიცი დადეს

აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს და ფიცი დადეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს.

სახალხო პროტესტის 132-ე დღეს რუსთაველზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და გამზირი კვლავ გადაიკეტა.

აქცია რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად ჩაინიშნა. მოქალაქეები პარლამენტთან 8 აპრილს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და აქციის მონაწილეები ადგილზე ღამეს ათევენ.

ამასთან, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცი მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.

"დღეს, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, საქართველოს თავისუფლებისთვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ - ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს, არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს, სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს, მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს, ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში", - ნათქვამია ფიცში, რომელიც აქციის მონაწილეებმა დადეს.