ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში თანასოფლელმა თანასოფლელი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ფაქტზე მოკვლევას შსს კახეთის პოლიცია აწარმოებს.