ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა და 50 წლამდე კაცი გადმოვარდა - ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, კაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსი ავარიულია. ისინი ჰყვებიან, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
ერთ-ერთი ადგილობრივი, სალომე ცხვირაშვილი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და აივნები და სადარბაზოს მოაჯირები რთულ მდგომარეობაშია.