ახალი თეატრის პროტესტის მანიფესტი

ახალი თეატრის პროტესტის მანიფესტი

თეატრალური სფერო ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. რეჟიმმა ულტიმატუმი უგულებელყო, რაც მსახიობებისა და რეჟისორების მიერ დაანონსებული გეგმის განხორციელებას გამოიწვევს. ახალი თეატრის მოძრაობას სხვებიც უერთდებიან. სწორედ ამ დასის წევრია რეჟიმის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე, რომელმაც დღეს ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ ის უდანაშაულოა და უადგილოა მათი მხრიდან რაიმე ტიპის თავდებობაზე ლაპარაკი დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, რომელიც არ ჩაუდენია.