დამატებითი ფაქტები მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით - კამერების ჩანაწერები, რომლებიც ფორმულამ მოიპოვა, სავარაუდო ორგანიზებული დანაშაულის მამხილებელ სულ უფრო მეტ დეტალს ააშკარავებს. ამასთან, სავარაუდოდ, უმნიშვნელოვანეს დეტალს შეიცავს დანაშაულის შესახებ საქართველოს ბანკის ჩანაწერები. ფორმულა პირველივე დღიდან მიმართავდა ორგანიზაციებს კადრების შესახებ, ბანკმა დღეს ოფიციალურად განაცხადა უარი მასალის გადმოცემაზე.