გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტი დღეს ევროპარლამენტარების ყურადღების ცენტრშიც იყო. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე თავდასხმას არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი გამოეხმაურა და კვლავ მოითხოვეს ივანიშვილის სანქცირება. ზოგადად დღეს ევროკავშირში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. გაკეთდა მიმართვა ივანიშვილისადმი, რომ განიხილოს ახალი არჩევნების დანიშვნა. ეს პირველი შემთხვევაა არჩევნების შემდეგ, როცა ევროკავშირიდან კოლექტიური მოწოდება გაისმა. არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ევროკავშირის აღიარება არა აქვს, დასავლელ პარტნიორებს გამოსავლად სწორედ ახალი არჩევნები მიაჩნიათ.