ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების განცხადებით, 29 აპრილს ქართული ოცნების კონტრაქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირ აქტივობას არ ექნება ადგილი. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე აქტივისტმა, ვატო მაჭავარიანმა ისაუბრა.
მისივე თქმით, აგრძელებენ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს და არავის მისცემენ საშუალებას, რამე სახის პროვოცირება მოხდეს.
"გვეკითხებიან, რას ვაპირებთ 29 აპრილს ქართული ოცნების კონტრაქციის საპასუხოდ, ჩვენი პასუხია ერთადერთი, ერთობა და მშვიდობა. ჩვენ მივდივართ უძრაობის წინააღმდეგ ჩვენი მოძრაობით.
ჩვენ 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან გვესმის, რომ ეს მხოლოდ გამოიწვევს პროვოკაციას. ჩვენ არ დავუპირისპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, სანამ ისინი აქ იქნებიან და არანაირად მივცემთ ვინმეს შანსს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია და პროვოცირება მოახდინოს ამ მდგომარეობაში.
ვათვიცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვაგრძელებთ მშვიდობიან მაგრამ მტკიცე პროტესტს, ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ჩვენი ბრძოლის მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩვენს თანამოქალაქეებთან რამე სახით დაპირისპირება", – აცხადებენ ახალგაზრდები.