
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი, ფაქტი) ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს და წერს, რომ დიდთოვლობის კრიზისი გვაჩვენებს, რომ მოქალაქეები მთავრობის ფუნქციებს ითავსებენ.
მაშინ, როცა ასობით ადამიანი დაირაზმა, გურიაში ჩავიდა და თოვლში ჩარჩენილებს ეხმარება, გუშინ, 25 თებერვალს ოზურგეთის მერიამ საყვედურით განაცხადა, რომ უაღრესად კონტრპროდუქტიულია ე.წ მოხალისეობრივი ინიციატივები ჩვენთან შეთანხმების გარეშეო.
იგულისხმებოდა ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის”, რომელიც 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე შეიქმნა, ასობით ადამიანი ერთ ღამეში დაორგანიზდა – მოიძიეს ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები, ფინანსური სახსრები და გამთენიისას უკვე გურიაში იყვნენ, თოვლში გამოკეტილი, შეშინებული ადამიანების საშველად.
უშველეს სასწრაფოსაც და ჯარის მაღალი გამავლობის მანქანასაც, რომელიც თოვლში გაიჭედა.
აი, ფაქტი წერს, რომ სტიქიამ ნაკლებად რომ დაგვაზარალოს, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა – მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
როგორ უნდა ემართა ეს კრიზისი ხელისუფლებას და რა როლი უნდა შეესრულებინა ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს? ამაზე წერს აი, ფაქტი სტატიაში - იხილეთ სრულად