აგვისტოს ომში დაღუპულის შვილი რიჟვაძეზე: ეს უკვე აღარც პოლიტიკა არაა, ეს კატასტროფაა

ჯერ კიდევ შოკში ვარ. ეს უკვე აღარც პოლიტიკა არაა, ეს არის კატასტროფა. სად მივალთ ბოლოს, არ ვიცი. სირცხვილია. გაეცემა ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი? რეალურად, ეს კითხვა უნდა დაისვას. არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაც იმის წევრია, ვიღაც ამის წევრია. გამოვიდეს და მოიხადოს ბოდიში. ნამდვილად მოსახდელი აქვს ბოდიში იმ ხალხის წინაშე, ვინც ტკივილი გადაიტანა ამ ამბების შემდეგ. ეს არის ქვეყნის ღალატი. როგორ უნდა ჩახედოს [თვალებში] ბებიაჩემს, დედაჩემს, იმ ადამიანებს თვალებში, რომლებმაც დაკარგეს ომში საყვარელი ადამიანი.

ამბობს ფორმულასთან აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი კირაკოზაშვილის შვილი, ოთარ კირაკოზაშვილი.