აგვისტოს ომის გმირების მამა: რუსეთს რომ უახლოვდება, ეგ პოლიტიკა არ მომწონს

როგორც ჩვენი ტერიტორიის დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები ჩვენს ტერიტორიას იცავდნენ ყოველთვის. კითხვის ნიშნები არ არსებობს. იმიტომ არ არსებობს, რომ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ რისი თავი გვქონდა, როგორ უნდა დავსხმოდით რუსეთს? რუსეთი შემოიჭრა ჩვენთან ისე, როგორც შეიჭრა უკრაინაში. არ ვიცი, ჩემამდე არ დადის ვერსიები რომ ვითომ, ჩვენ დავიწყეთ ომი. რუსეთს რომ უახლოვდება, ეგ პოლიტიკა არ მომწონს.

თქვა აგვისტოს ომის გმირების გელა და გია რომელაშვილების მამამ, მურაზ რომელაშვილმა.