აღდგომის ღამეს რუსთაველზე დაკავებული მიხეილ სამხარაძე თავისუფალია

აღდგომის ღამეს რუსთაველზე დაკავებული მიხეილ სამხარაძე თავისუფალია

აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიხეილ სამხარაძე თავისუფალია. მან დიღმის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

"მოწოდება რაც იყო, რომ დაგვეტოვებინა გზის სავალი ნაწილი, დავტოვეთ სავალი ნაწილი, ბორდიურთან ვიყავი, როდესაც მოვიდნენ პოლიციელები და ზუსტად მაგას ვუხსნიდი, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ ავუხსენი, მიღმა ვარ გადასული თქო და ცენტრიდან, სადაც ორმაგი ღერძულაა, რომელიღაც მათი ზედამხედველი იყო, ალბათ, მოვარდა, ჯერ ხელი მკრა რამდენჯერმე და მერე ბრძანება გასცა დაკავების", - თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.

აღდგომის ღამეს მიხეილ სამხარაძესთან ერთად აქციაზე გიორგი ორთოიძე დააკავეს. მას ცოტა ხნის წინ 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.