
რუსთაველის გამზირზე აღდგომის ღამეს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ მისი ცოლი ნათია ბუკია ავრცელებს.
გიორგი ორთოიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 აპრილს დააკავეს. ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი დაკავების შემდეგ დაწერა: "ერთი დაკავებული გიორგი ორთოიძეა. პოლიციელს ეძახდა ქრისტე აღდგაო და დაიჭირეს".