აღდგომის დღეს ოკუპანტებმა ნიკოპოლში ტაძარს ცეცხლი გაუხსნეს

აღდგომის დღეს ოკუპანტებმა ნიკოპოლში ტაძარს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოპოლში მდებარე ტაძარს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუსხნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

"რუსებმა მორიგ ჯერზე დაამტკიეს, რომ მათში არაფერია წმინდა. მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს ტაძარს ნიკოპოლში. დაშავებულია 2 ადამიანი. 57 წლის კაცი მსუბუქად დაშავდა, ხოლო 38 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს", - ამბობს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი.

მისივე თქმით, ქალაქში დაზიანებულია 5 საცხოვრებელი სახლი, 2 ავტომობილი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.