საქართველოს ხელისუფლების გეგმამ შესაძლოა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პოტენციალი დააზარალოს. ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობას სპეციალისტები კრიტიკულ ჭრილში განიხილავენ. ყოფილი აეროდრომი სამხედრო ბაზასა და პოლიგონთან ერთად ერთიან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. მთავრობის გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენს.