ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა წარსულში ნასამართლევმა მოსამართლემ მიუსაჯა

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა წარსულში ნასამართლევმა მოსამართლემ მიუსაჯა

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, რომელმაც დღეს ნიკა გვარამიას გირაო პატიმრობით შეუცვალა, წლების წინ, ნასამართლევია.

ეს განცხადება მან TV პირველთან საუბრისას გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯვებე ნაჭყებია სამსახურებრივ დანაშაულთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი.

"ჯვებე ნაჭყებია იყო უბრალოდ უსიტყვო შემსრულებელი პოლიტიკური ნების. რაც შეეხება თავად ჯვებე ნაჭყებიას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის არის ნასამართლევი, წლების წინ, სამსახურებრივ დანაშაულთან დაკავშირებით და ბუნებრივია, სასამართლო კლანისთვის, სასამართლო კლანის ბოსებისთვის იდეალური კანდიდატია მოსამართლის როლის მოსარგებად, რადგან მას მინიმალური შანსიც კი არ ექნება წინააღმდეგობის გაწევის", - ამბობს ადვოკატი.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეცვალა, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ ელოდებოდა.

გირაო პატიმრობით შეეცვალაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა.

17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.

14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.