ადვოკატი: ვასო ფხაკაძეს ყოფილმა პოლიციელმა დაურეკა, აგინა და დაემუქრა

ადვოკატი: ვასო ფხაკაძეს ყოფილმა პოლიციელმა დაურეკა, აგინა და დაემუქრა

მსახიობისა და იუმორისტის, ვასო ფხაკაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფ ფხაკაძეს ყოფილი პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

ადვოკატის ცნობით, ისინი პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.

"გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.

ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში დაადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.

შემდგომ, იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა

ეს პირი იდენტიფიცირებულია.

ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას" ,- წერს მიგინეიშვილი.