ადვოკატი: ისაკო დევიძე ისევ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს - მას მეთვალყურეობა სჭირდება

ადვოკატი: ისაკო დევიძე ისევ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს - მას მეთვალყურეობა სჭირდება

საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ისევ საპატიმროში დააბრუნეს. ინფორმაციას ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.

როგორც ტყეშელაძე Facebook-ზე წერს, აქტივისტს 24-საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან ის მშრალ შიმშილს აგრძელებს.

"ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში… ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია! ისაკოს სჭირდება 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან არის მშრალ შიმშილზე - წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედში დაეტოვებინათ, ისევ იზოლატორში გადაიყვანეს! სისტემის ანგარიშსწორება თავისუფალ ადამიანებზე გრძელდება!", - წერს ადვოკატი.

***

ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.