
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელზეც სინდისის პატიმარი დასკვნით სიტყვას იტყვის.
ბათუმელების თანახმად, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით სამედიცინო გამოკვლევის შედეგები წარადგინა - საქმეზე დასართავად.
ადვოკატის თანახმად, ერთ თვალში მზია ამაღლობელის მხედველობა 1%-ია, მეორეში კი - მხოლოდ სათვალის გამოყენებით იზრდება 30%-მდე.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7-თვიანი საქმის განხილვა დასრულდება და დიდი ალბათობით, დღესვე გამოაცხადებს განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი.
სასამართლო სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.