ადვოკატი: ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა

ადვოკატი: ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა

ადვოკატ ლაშა შუკაკიძის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა.

ადვოკატის თქმით, გრიდორიადისმა განაჩენის გამოცხადების მომენტში ამ ფორმით პროტესტი გამოხატა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბექა გრიგორიადისი 5 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.