პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი გაგრძელდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.
"საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა"- ნათქვამია განცხადებაში.
ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს.
გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილმა.