ადმინისტრაცია: ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია

ადმინისტრაცია: ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.

დღეს ელჩების კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრემიერინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოვიდნენ სიტყვით.

დღეს გამართულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, მათ შორის დისტანციურად ჩაერთო ევროკომისარი ოლივარ ვარჰეიც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას გასულ წელსაც არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.