აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი დგებუაძის თქმით, დღეს ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.
დგებუაძის თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 166, 173 მუხლებით. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 173-ე მუხლით"- თქვა დგებუაძემ ტვ პირველთან.
დღეს ბათუმში პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავა.
დაკავებულებს შორის არიან კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე, შუშანა მაცაბერიძე, ძლიერი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლშვილი და ბათუმელების თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე.